Touch RGB - Digital Design Festival თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Touch RGB - Digital Design Festival

Touch RGB - Digital Design Festival

Touch RGB - Digital Design Festival
8 Egnate Ninoshvili Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 150
advertising
ინგლისური

აღწერა

Touch RGB ბრუნდება

24 აპრილს თბილისი კვლავ იქცევა ციფრული დიზაინის ჰაბად.
Touch პლატფორმა წარმოგიდგენთ მეორე საერთაშორისო ფესტივალს ციფრულ დიზაინში — Touch RGB.
მდებარეობა: Fabrika Tbilisi

ფესტივალის მთავარი მიზანია დიზაინერების გაძლიერება და მათი პროფესიული განვითარება:

  • პროფესიული უნარების გაუმჯობესება

  • კონტაქტებისა და კავშირების გაფართოება

  • გლობალურ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა

სამი ძირითადი თემა:

  • UI/UX დიზაინი

  • გენერაციული დიზაინი (კრეატივი, ხელოვნური ინტელექტი, ახალი მედია)

  • იმერსიული გამოცდილებები

რას უნდა ელოდოთ:

  • მთავარი სპიკერების პრეზენტაციები

  • პანელური დისკუსიები

  • პორტფოლიო რევიუ

  • ვორქშოფები

  • ნეთვორქინგი

  • ინსტალაციები

  • შთაგონება და ახალი კავშირები

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია Super Early Bird ფასად:
https://touch.ge/touchrgb25/get-pass

პარტნიორები:
ძირითადი პარტნიორები — საქართველოს ბანკი, Fabrika, Holy Motors, GIPA, mtebi
საზოგადოებრივი პარტნიორები — Design Institute, Comm School
მედია პარტნიორები — Marketer.ge, Forbes.ge, Entrepreneur.ge, Next.on.ge, AT.ge

ფესტივალის სრულ პროგრამას მალე გაგაცნობთ.

ფოტო და ვიდეო

Touch RGB - Digital Design Festival

ადგილი

ფაბრიკა
ფაბრიკა – სივრცე მათთვის, ვისაც მეამბოხე და შემოქმედებითი გონება მუდმივ მოძრაობას სთხოვს. საბჭოთა დროინდელმა სამკერვალო ფაბრიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა და გარდაიქმნა მულტიფუნქციურ ურბანულ სივრცედ. ახლა აქ თავს იყრიან ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად მზად არიან სრულიად ახალი და განსხვავებული გამოცდილების მისაღებად და გასაზიერებლად. აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული ურბანული კაფეები და ბარები, მაღაზია -სახელოსნოები, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეები, რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელი, ყველასთვის საყვარელი უზარმაზარი ეზო და უამრავი ღონისძიება. ამ ყველა სივრცეს თავის განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს და ერთად ისინი უნიკალურ სინერგიას ქმნიან. დღეს ფაბრიკა აუცილებელი დანიშნულების ადგილია ადგილობრივებისთვის და მოგზაურებისთვის, სადაც ისინი მუდმივად ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, ხედვებს, ერთად მუშაობენ საინტერესო იდეებზე და ახორციელებენ მათ. სწორედ ამიტომ ფაბრიკა მუდმივად ვითარდება, იცვლება და ყველაზე ხალხმრავალ და სიცოცხლით სავსე ადგილად რჩება თბილისში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება