ტობავარჩხილის ტბები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ტობავარჩხილის ტბები

ტობავარჩხილის ტბები

ტობავარჩხილის ტბები
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან350
ინგლისური, ქართული

აღწერა

თუ განსხვავებულ შვებულებას ეძებ, ეს ლაშქრობა შენთვისაა. ნამდვილი თავგადასავალი გელოდება....მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი 28-29-30-31-1-2 აგვისტო-სექტემბერს გთავაზობთ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, ფენიქსივით ცეცხლოვან ლაშქრობას ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე.სადაც 6 სხვადასხვა სილამაზის, სიდიდის და ფერის ალპური ტბა გველოდება. 6 დღე ველურ პირობებში. დღეები რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსცადო წელიწადში ერთხელ სულ მცირე.
ეს იქნება ყველაზე დიდი 6 დღიანი მოგზაურობა, რომელზეც უნდა წამოხვიდეთ ძალიან კარგად მომზადებულები. როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად, ფსიქოლოგიურად
შემოგვიერთდით დაუვიწყარი თავგადასავლის მაძიებელნი ♥
For English version please scroll down >>>

▲შეხვედრის დრო და ადგილი : 28 აგვისტო, 00:15 საათი, მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ
▲რეგიონი: სამეგრელო-ზემოსვანეთი
▲ტურის სახეობა და სირთულე: სათავგადასავლო,საფეხმავლო, რთული
▲ფეხით გასავლელი მანძილი: დაახლოებით 50 კმ 6 დღის ჯამში
▲ამინდი: შედგება მიუხედავად ამინდისა!
თუ რამე კატასტროფა არ მოხდა
▲რას ვნახავთ:
•ხობისწყლის ხეობა
•მუხური
•ნათიფურე
•ოხოჯეს ტობა
•ტობას ურჩხულიკო 🙂
•ტობას ჩანჩქერი
•დიდი ტობავარჩხილი
•ჭითაგვალას (წითელი) მთა
•დიდი ღელეს ტობა (დიდღალი)
•კალიაშის ტობა
•კალიაშის ჩანჩქერი
•წაქარწყლის ტობა
•ლაკუმურაშ ტობა
•ხობისწყლის სათავე
•სამეგრელო-სვანეთის ქედები
და საუკეთესო ხედები
ჩვეულებრივი ზღაპარი, რომელიც თავბრუს გახვევს
და საერთოდ გელოდებათ მოგზაურობა სხვა სამყაროში !
▲რა ჩავიცვათ?
მოხერხებული სალაშქრო ბათინკი რომელიც აფიქსირებს კოჭს. (ბათინკი , ჩანთა ,კარავი, საძილე ერთერთი უმთავრესი რამ არის ლაშქრობაში, განსაკუთრებით რთულ ლაშქრობაში) სალაშქრო ტანისამოსი, ფერადი, ლამაზი სიმპატიური 🙂 , გრძელსახელოიანი ზედა და შარვალი რათა თავიდან ავიცილოთ დამწვრობები მზისგან და დასუსხვები ბალახებისგან, კბენები მწერებისგან და ასე შემდეგ 🙂 ჩაიცვით მთის, ლაშქრობის შესაბამისად. უფრო დაწვრილებითი რეკომენდაციებისთვის მოგვმართეთ პირადში
▲რა წავიღოთ აუცილებლად?
სალაშქრო ზურგჩანთა, მხრებზე კარგად მორგებული, კარავი, საძილე ტომარა, ძირსსაგები იგივე "პარალონი" (ვისაც არ გაქვთ საკუთარი, ჩვენ გათხოვებთ, შედის ტურის საფასურში თხოვება და არა ტარება 🙂 ) 6 დღის სამყოფი საკვები (შეგვიძლია წინასწარ ვიყიდოთ საერთო ძირითადი საკვები და გადავინაწილოთ ჩანთებში თანაბრად ) მინიმუმ 2 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. თბილი ტანსაცმელი ღამისთვის. საწვიმარი , ქუდი, სათვალე , ხელთათმანი ,ფანარი, მზისგან დამცავი კრემი, მწერებისგან დამცავი ნიღბები და სპრეი. პირადი არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი, ჰიგიენის ნივთები, სალაშქრო გაზი
სასურველია: სალაშქრო ჯოხები. ასევე პირადი აფთიაქი
ჩანთის წონა გოგონებისთვის: არ უნდა აღემატებოდეს 12-14 კგ-ს
ჩანთის წონა ბიჭებისთვის: არ უნდა აღემატებოდეს 15-18 კგს
▲ფინანსური მხარე:
ტურის ფასი: 350 ლარი (ჩვენი ფონდის "+1 მინიმუმის ჩათვლით)
ადგილის დაჯავშნა ხდება წინასწარ, რადგან ამ ტურზე ადგილები შეზღუდულია.დასაჯავშნად რიცხავთ ბე-ს სახით 50 ლარს. ან მთლიანად. 
ასევე შესაძლებელია ცხენების ქირაობა ბარგის სატარებლად ყველაზე რთული მონაკვეთებისთვის, ამაზე პირადში მოგვმართეთ წინასწარ. 
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: ტობა 2026
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს , გვერდის პირად შეტყობინებებში და ვგზავნით ჩარიცხვის ქვითრის ფოტოს ან "სქრინს
▲ფასში შედის:
•მგზავრობა თბილისიდან მუხურამდე მიკროავტობუსით
•სატვირთოს ქირაობა მუხურიდან ნათიფურის ქოხამდე
•გამომგზავრება ხაიშიდან თბილისამდე მარშუტკით
•ლაშქრობის ინსტრუქტორების მომსახურება
•კარავი, საძილე ტომარა, პარალონი (ვისაც არ აქვს)
•სამოყვარულო ფოტოგადაღება
▲ გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, 14 დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება...ასევე ბე-ს სახით გადმორიცხული თანხაც გადაფიქრების შემთხვევაში უკან ვერ დაბრუნდება.
✖თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია!
▲წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა ტურის განმავლობაში.
გასვლის ორგანიზატორი არის უზენაესი პირი და მის მითითებებს ვემორჩილებით ყველა ტურის მსვლელობისას. 
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ მოგვაქვს და არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
არ მოგვყავს შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით! 
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა კლუბთან ერთად........
▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა თან უნდა იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს გვერდის პირად შეტყობინებებში ან ნომერზე:
☎ 593 22 57 20 ლელა

▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...მეტი პოზიტივი სჭირდება ჯგუფურ ლაშქრობას...

ფოტო და ვიდეო

ტობავარჩხილის ტბები

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება