პირველი დღე
გამოსვლა ბათუმიდან დილის 8 საათზე, მივდივართ მუხურის სოფელში. იქიდან გადავდივართ მაღალი გამავლობის მანქანებზე და ვიწყებთ ლაშქრობას.
ვიწყებთ გზას ნატიპურის მთიდან და მივდივართ ოხოჯეს ტბამდე.
სრული მანძილი: დაახლ. 10 კმ
სიმაღლის აკრება: 1000 მ | კლება: 300 მ
გავშლით ბანაკს ტბასთან 2550 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ვივახშმებთ და დავისვენებთ.
ღამით ვუყურებთ ვარსკვლავებით სავსე ცას.
მეორე დღე
ვაუზმობთ ბანაკში და ვაგრძელებთ ლაშქრობას. ამ დღეს მივდივართ ტობით ტბაზე. გზაში გავივლით უღელტეხილს 2900 მ სიმაღლეზე.
გავშლით ახალ ბანაკს და დავტოვებთ მძიმე ზურგჩანთებს, რათა მსუბუქად ვიაროთ კიდევ ორ ტბასთან.
ღამე გავათევთ 2650 მ სიმაღლეზე.
სრული მანძილი: დაახლ. 8 კმ
სიმაღლის აკრება: 650 მ | კლება: 550 მ
მესამე დღე
დასვენების დღე. ვტკბებით ბუნებით, ვლამაზდებით, ვმედიტირებთ ან უბრალოდ ვუსმენთ სიჩუმეს. ვისაუბრებთ და დავაკვირდებით გარემოს. ტბაში ბანაობაც შეიძლება.
ვისაც აქტივობა უნდა, შეუძლია მეზობელ მწვერვალებზე ავიდეს.
შუადღის შემდეგ დავბრუნდებით ოხოჯეს ტბაზე, სურვილის შემთხვევაში ალტერნატიულად ავალთ 3000 მ სიმაღლის მთაზე.
ღამე ოხოჯეს ტბასთან.
სრული მანძილი: დაახლ. 4 კმ
სიმაღლის აკრება: 300 მ | კლება: 400 მ
მეოთხე დღე
ვბრუნდებით ნატიპურის მთამდე, სადაც დაგვხვდება ჩვენი 4x4 ტრანსპორტი და წაგვიყვანს სოფელში. იქ დაგვხვდება გემრიელი საჭმელი და დასვენება!
სრული მანძილი: დაახლ. 10 კმ
სიმაღლის აკრება: 300 მ | კლება: 1000 მ
ბათუმში ვბრუნდებით დაახლოებით საღამოს 10 საათზე
ლაშქრობები, აღჭურვილობის გაქირავება, ბათუმი
ლაშქრობები და მოგზაურობები საქართველოს მასშტაბით
ტურისტული აღჭურვილობის გაქირავება და მაღაზია
საავტორო ტურები ბიოლოგთან ერთად
სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობა და ზამთრის ტურები