უკვე სულ რამდენიმე დღე გვაშორებს ჩვენს პირველ საღამოს
გელოდებით ადგილას, სადაც ღვინო ერწყმის ფერს, ფერები — შთაგონებას, და საღამო გადაიქცევა ხელოვნებად
“Tipsy Muse” არის შემოქმედებითი ვორკშოპი, სადაც ერთად ვხატავთ ღვინის ბაკლებს, ვამუშაობთ ფერებსა და ფორმებზე, ვერთობით და ვაცნობიერებთ საკუთარ კრეატიულ მხარეს.
საღამო კიდევ უფრო საინტერესოდ გასატარებლად თითოეულ სტუმარს ელოდება ღვინოც — მხატვრობისა და საუბრის შესაფერისი განწყობისთვის
ეს არის იდეალური ადგილი, რომ დაისვენოთ, გაიცნოთ ახალი ადამიანები და შექმნათ თქვენი პატარა ფერადი მოგონება, რომელსაც სახლში წაიღებთ
ჩვენი პირველი საღამო შექმნილია იმისთვის, რომ ფერები, კრეატიულობა, ღვინო და კარგი განწყობა ერთმანეთს შეხვდეს.
მოდი, ერთად ვხატოთ, დავისვენოთ, გავიცნოთ ახალი მეგობრები და უბრალოდ კარგად გავერთოთ
რას ვაკეთებთ: ვხატავთ, ვსვამთ ღვინოს, ვერთობით, ვგეგმავთ ფერად და კრეატიულ საღამოს და საკუთარ ნაშრომს ვიტოვებთ როგორც პატარა შთაგონებას.
ასაკობრივი შეზღუდვა 18+
გაითვალისწინეთ - მნიშვნელოვანია, ვორკშოპზე, მინიმუმ, 10 პერსონა იყოს დარეგისტრირებული, რათა შეიქმნას ჯგუფი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე - 555 547 148.
