ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და სწრაფად მზარდი ვარსკვლავი, ტიმ ენგელჰარტი, რომელმაც მუსიკალური გზა საკმაოდ ადრე დაიწყო. ახალგაზრდა პროდიუსერების იმ მრავალფეროვანი თაობის ნაწილი, რომლებიც შთაგონებას სხვადასხვა ჟანრებიდან იღებენ, ტიმი გამოირჩევა სხვებისგან, პირველი ჩანაწერი სულ რაღაც 14 წლის იყო, როდესაც გამოაქვეყნა.
ღრმა მუსიკალური ცოდნისა და ინტუიციური თამაშის უნარის შერწყმით, მისი, როგორც პიანისტის მყარი გამოცდილება აშკარაა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ყურადღებას ჰარმონიასა და მელოდიურ სტრუქტურას უთმობს.
ტიმის პორტფოლიო სწრაფად გაიზარდა: მისი ნამუშევრები გამოიცა ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა Traum Schallplatten, WIR, Babiczstyle, Amuse Gueule, Ostwind Records, Popart Music, Playmusic Productions, Parquet Recordings, Manual Music და სტივ ბაგის ლეგენდარული Poker Flat Recordings.
მისი მისიაა იპოვოს ყველაზე ზუსტი, ყველაზე ძლიერი ფორმა იმ ხმებისთვის, რომლებიც თავში აქვს. სწორედ ამიტომ მისი მუსიკა სტანდარტულ საკლუბო მასალას არ ჰგავს. ის მსმენელის ყურადღებას ნელა, მაგრამ უდავოდ იპყრობს მთლიანად ჩამოყალიბებული მუსიკალური ხედვით, რომელიც გამორჩეულად ჟღერს როგორც კლუბში, ასევე მოსასმენად მშვიდ გარემოშიც.
- Tim Engelhardt
- Support DJ JANE
მაგიდები ლიმიტირებულია, დასაჯავშნად დაგვიკავშირდით +995 598 25 21 33
ასაკობრივი შეზღუდვა: 21+
DRESSCODE – Casual
FACE & AGE CONTROL
