ტილ ბრონერის კვინტეტი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ტილ ბრონერის კვინტეტი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

ტილ ბრონერის კვინტეტი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

ტილ ბრონერის კვინტეტი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი
123 A D. Aghmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან40
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

21.05.2026
ხუთშაბათი
20:00
40 ₾ - 80
40 ₾ - 80
ვრცლად

აღწერა

2026 წლის 21 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-11 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარსდგებიან თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და ჯაზის სამყაროს შეუდარებელი გერმანელი მესაყვირის ტილ ბრონერის კვინტეტი. შესრულდება ჯაზ სტანდარტები და ბრონერის კომპოზიციები. მისმა ალბომებმა,  არაერთხელ მოიპოვა ოქროსა და პლატინის სტატუსი და მას მიღებული აქვს მრავალი ECHO ჯილდო, ასევე გრემის ნომინაცია. მრავალრიცხოვანი ჟანრობრივად განსხვავებული პროექტების მეშვეობით, ის აგრძელებს თანამედროვე ჯაზის ლანდშაფტის ჩამოყალიბებას და ამ ჟანრს სთავაზობს ახალ აუდიტორიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

ტილ ბრონერის კვინტეტი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი

ადგილი

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს წამყვან საკონცერტო ორგანიზაციას, რომელიც მრავალი წელია ქვეყნის მდიდარი მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება. თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი დაარსდა 1989 წელს. მისი შექმნის იდეა 1976 წელს გაჩნდა და იგი გამოჩენილ ქართველ დირიჟორსა და საზოგადო მოღვაწეს, ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის. იმ პერიოდში თბილისში ფაქტიურად არ არსებობდა დარბაზი, რომელიც დააკმაყოფილებდა სიმფონიური მუსიკის შესასრულებლად საჭირო ყველა მოთხოვნას. ამის გამო აუცილებელი გახდა სიმფონიური მუსიკის შესაფერისი სრულფასოვანი საკონცერტო სივრცის აშენება, რაც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. წინააღმდეგობების შედარებით უმტკივნეულოდ გადალახვის მიზნით მოიძებნა ერთგვარი გამოსავალი - ერთმანეთს ადგილმდებარეობა გაუცვალეს დ. აღმაშენებლის (მაშინ პლეხანოვის) გამზირზე მდებარე კინოთეატრმა “ამირანი” და მ. კოსტავას (მაშინდელი ლენინის) ქუჩაზე მდებარე ფილარმონიის მცირე საკონცერტო დარბაზმა. გერმანელი ოსტატის, ევალდ კინლეს მიერ, სპეციალურეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკარად დიდი დარბაზისთვის შეიქმნა საკონცერტო ორგანი, რომლის სცენის უკანა კედელზე განთავსებამ მნიშვნელოვნად შეცვალა დარბაზის იერსახე და მას განსაკუთრებული თვითმყოფადობა შესძინა. სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტთა საერთო აზრით, ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად ცენტრის საკონცერტო დარბაზები უდავოდ შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად საამაყოა. მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ხშირად მართავს კონცერტებს სხვადასხვა საერთაშორისო დიპლომატიური მისიებისთვის ეროვნული დღესასწაულების აღსანიშნავად.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება