18 ივლისს, GENER8-ის სცენაზე თიკა ბალანჩინი და ჯგუფი New One გპირდებათ დაუვიწყარ საღამოს, რომელიც აერთიანებს R&B-სა და ელექტრონულ ჟღერადობას.
პროექტი New One თიკა ბალანჩინმა 2016 წელს შექმნა.
ჯგუფმა საქართველოს საკლუბო სცენაზე დაამკვიდრა სრულიად ახალი ჟღერადობა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას და დიდი პოპულარობით სარგებლობს. თიკა ბალანჩინი და ბენდი არიან არაერთი მუსიკალური ჯილდოს მფლობელები და რამდენიმე მეგა ჰიტის ავტორ-შემსრულებლები.
საღამოზე შესრულდება როგორც უკვე ცნობილი კომპოზიციები, ასევე სრულიად ახალი სიმღერები, რომლებიც პირველად გაჟღერდება სცენიდან.
მოემზადე მსუბუქი, მაგრამ ენერგიული საღამოსთვის ბათუმის ბულვარზე სადაც ცოცხალი მუსიკა და ზღვის ხედი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
ასაკობრივი შეზღუდვა: +21
მიზანშეწონილი სანაპირო ადგილი, სადაც სტილი და უსაშველო ფუფუნება ერწყმის ერთმანეთს