თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია “ხუთშაბათის შეხვედრები” გრძელდება.
საღამოს მთავარი თემაა YouTube - ბიზნესი ბიზნესებისთვის
“ხუთშაბათის შეხვედრების” მორიგი სესია თბილისში 25 სექტემბერს, 20:00 საათზე ჩატარდება. მრგვალი მაგიდის გარშემო ამჯერად გიორგი კალატოზი (იუთუბერი), ნინუცა ორჯონიკიძე (იუთუბერი) და სალომე ყალიჩავა („სეტანტა“-ს Community Impact Head) შეიკრიბებიან.
შეხვედრის ფარგლებში სპიკერები ისაუბრებენ ქართული “იუთუბის” ეკოსისტემაზე. რა ბიზნეს მიდგომები მუშაობს, როგორ ხდება კონტენტის მონეტიზაცია და რა ღირებულებას უქმნის იუთუბი ბრენდებს. სპიკერები საკუთარი გამოცდილების მაგალითზე ახალი არხების ათვისების მნიშვნელობაზე, კონტენტის ხარისხსა და თანამედროვე ბიზნეს მოდელებზე ისაუბრებენ.
„ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.
გაითვალისწინეთ, ადგილები შეზღუდულია.
ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.office.com/e/m8DnG4Zq3B
