ტრილოგია „სამი ფერი“ — თავისუფალი ფიქრი ფრანგული რევოლუციის ლოზუნგზე „თავისუფლება–თანასწორობა–ძმობა“. მეორე ფილმი თანასწორობას ეძღვნება, თანაც სრულიად მოულოდნელი კუთხით. ყველა ფილმი დამოუკიდებელია, ასე რომ, თუ პირველის ნახვა ვერ მოასწარით — არაუშავს.
ახალგაზრდა წყვილი, რომელიც სულ ახლახან დაქორწინდა, მალევე განქორწინდება პიკანტური კონფუზის გამო: ქმარი აღმოჩნდება იმპოტენტი და ვერ აკმაყოფილებს ახალგაზრდა მეუღლეს. თუმცა გმირი ვერ ივიწყებს საყვარელ ქალს და გზებს ეძებს მის დასაბრუნებლად.
ტრილოგიის ყველა ფილმი ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ „თეთრი“ განსაკუთრებით გამორჩეულია. პირველ რიგში, ფილმი გადაღებულია არა საფრანგეთში, არამედ პოსტსოციალისტურ პოლონეთში, რომელსაც საბჭოთა წარსულის მძიმე კვალი დაღსასმია. მეორეც, განსხვავებით სხვა ფილმებისგან, აქ უფრო სევდიანი კომედია გვაქვს, ვიდრე დრამა.
ფილმმა ბერლინის ფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის დათვი“ მიიღო.