სამი ფერი: ლურჯი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ღონისძიება უკვე ჩატარდა
სამი ფერი: ლურჯი

სამი ფერი: ლურჯი

სამი ფერი: ლურჯი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

კშიშტოფ კეშლოვსკის საკულტო ტრილოგიის „სამი ფერი“ ჩვენებას ვიწყებთ.
პირველი, საფრანგეთის დროშის ფერების თანმიმდევრობის შესაბამისად, იქნება ლურჯი.

ტრილოგია „სამი ფერი“ — თავისუფალი ფიქრი ფრანგული რევოლუციის ლოზუნგზე: „თავისუფლება–თანასწორობა–ძმობა“. პირველი ფილმი, შესაბამისად, თავისუფლებას ეძღვნება.

მთავარი გმირი (ჟიულიეტ ბინოში) გადარჩება ავტოავარიას, რომელმაც მისი ქმრისა და ხუთი წლის შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. შეძლებს კი იგი გათავისუფლებას და თუ კი — რისგან ან რისი წყალობით?
კეშლოვსკი პასუხებს არ გვაძლევს, მაგრამ მაყურებელს იწვევს, რომ სევდის ცივ სივრცეში იაროს, ჩაისუნთქოს ყინვისმაგვარი ლურჯი ჰაერი და, ვინ იცის, იქნებ ამ სიცარიელის ფსკერზე რამე მნიშვნელოვანი იპოვოს.

ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე სამი „ოქროს ლომი“ მიიღო: საუკეთესო ქალი როლის შესრულებისთვის, საუკეთესო ოპერატორული სამუშაოსთვის და მთავარი პრიზი.

ფოტო და ვიდეო

სამი ფერი: ლურჯი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება