სპექტაკლი ,,სამი ფათერაკიანი დღე“ ჯერომ სელინჯერის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს - ,,თამაში ჭვავის ყანაში“ ეყრდნობა. მთავარი გმირი - ჰოლდენ კოლფილდის ცხოვრება სულ რამდენიმე დღეში იცვლება. ამ მცირე დროში მას უწევს გაუმკლავდეს გამოწვევებს სკოლაში, სასიყვარულო ურთიერთობებში, ოჯახსა და ქუჩის ცხოვრებაში. სპექტაკლი მოგვითხრობს მთავარი პერსონაჟის მეტამორფოზასა და ურთიერთობაზე გარე სამყაროსთან.
ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - ალექსანდრე ქანთარია
მხატვარი - პაატა მძინარიშვილი
კომპოზიტორი - ბადრი ბაგრატიონ - გრუზინსკი
ტექნიკური რეჟისორი - სვეტლანა გოგოხია
მონაწილეობენ:
ნიკა ტყავაძე, მერაბ ყოლბაია, ჯულიეტა პაკელიანი, ნინი ქორიძე, საბა ჩარკვიანი, მარიამ ბურდული, ლაშა წიკლაური, კახა მირზაშვილი, ნანა სირაძე, ნინო აბესალაშვილი, ქრისტინე ჩხიკვაძე.
ხანგრძლივობა: 1.40 წუთი. ერთ მოქმედებად
ასაკობრივი შეზღუდვა: 12+.