აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, „პიროვნული განვითარება და ცხოვრების ხარისხი" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები ანდრო დგებუაძესთან.
შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
როგორ იქცევა ფიქრი, გრძნობა და მოქმედება ჰარმონიულ ერთიანობად;
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი აზრები ემთხვეოდეს გრძნობებს და ქმედებებს;
როგორ შეიძლება ეს სამეული იქცეს გზად პიროვნული სრულყოფილებისადმი;
რა პრაქტიკული ნაბიჯები შეგვიძლია გადავდგათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა ფიქრი, ემოცია და ქმედება თანხვედრაში მოვიყვანოთ.
ეს საუბარი დაგაფიქრებთ, როგორ შეიძლება შინაგანი მთლიანობის შეგრძნება იქცეს ცხოვრების ხარისხის მთავარ საყრდენად.
დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
