Think Lab — მოაზროვნე თინეიჯერი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
Think Lab — მოაზროვნე თინეიჯერი

Think Lab — მოაზროვნე თინეიჯერი

Think Lab — მოაზროვნე თინეიჯერი
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან250
ქართული

აღწერა

გინდა, რომ თქვენმა თინეიჯერმა შვილმა არა უბრალოდ იცოდეს ნებისმიერი საკითხი, არამედ იფიქროს?
ჰქონდეს საკუთარი აზრი, შეძლოს მისი დაცვა და არ დაკარგოს ის - ზეწოლაში, მანიპულაციაში და ფრაზაში და გარემოში - „ყველა ასე ფიქრობს“? 🤔💬

Think Lab სწორედ ამისთვის შეიქმნა 💡

ეს არის სივრცე, სადაც თინეიჯერები სწავლობენ ფიქრს, კითხვას, არჩევანს და პასუხისმგებლობას.
პროგრამა 13 დან 15 წლამდე მოზარდებისთვისაა.

და ისინი ისწავლიან?

🧠 კრიტიკულ აზროვნებას და თვითრეფლექსიას
💬 საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას
👂 მოსმენისა და ჯანსაღი დისკუსიის უნარს
⚖️ არგუმენტირებულ საუბარს
❤️ ემოციებისა და აზრების გარჩევას
🚨 ზეწოლის, მანიპულაციისა და სტერეოტიპების ამოცნობას

📘 შეხვედრების თემატიკა თვეების მიხედვით ასე გამოიყურება:

🟠 I თვე — „როგორ ვფიქრობ?“ - (თვითშემეცნება და აზრის ფორმირება)
🟡 II თვე — „როგორ მოქმედებს სხვები ჩემს აზრზე?“ - (მედია, ავტორიტეტი, სოციალური ქსელები)
🟢 III თვე — „მე და ჩემი ხმა“ - (პირადი პოზიცია და პასუხისმგებლობა)

📌 პროგრამის ფორმატი

📅 ხანგრძლივობა: 3 თვე
🔁 სიხშირე: კვირაში 1 შეხვედრა, 2 საათი
👥 ჯგუფი: მაქსიმუმ 12 მონაწილე
🕡 დრო: ოთხშაბათი — 18:30
💰 ფასი: 250 ლარი / თვე (4 შეხვედრა) - ერთიანად გადახდის შემთხვევაში სრული პროგრამა 650 ლარი

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/ykEGLVMRCuQJsEpt6

✨ თუ გსურთ, რომ მოზარდმა ისწავლოს ფიქრი და არ ჰქონდე მექანიკური ქცევები, ეს პროგრამა სწორედ მისთვისაა 🙌

დეტალებისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში. 
სწავლა გაზაფხულზე დაიწყება და გაიხსნება მხოლოდ 1 ჯგუფი. 

ფოტო და ვიდეო

Think Lab — მოაზროვნე თინეიჯერი

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება