სანდრო ბოტიჩელის სამყარო – შთაგონების წყარო ყველა მხატვრის, მწერლის, ფილოსოფოსისა და დიზაინერისთვის. სამყარო, სადაც მითოლოგია რელიგიას ერწყმის, ხოლო ესთეტიკა – თავის დროის ფილოსოფიას.
• როგორ იყო დიდი ოსტატი დაკავშირებული მედიჩების ოჯახთან, ჰუმანიზმის მიმდინარეობასთან, რენესანსის განვითარებასთან და ფლორენციის ისტორიასთან?
• როგორ გახდა ვენერას დაბადება ახალი ეპოქის სიმბოლო და რატომ იქცნენ ბოტიჩელის ქალები ქალის სილამაზის იდეალად?
• რა მითოლოგიური და რელიგიური მოტივები დომინირებს მის ნამუშევრებში და როგორ შეცვალა ამ სიმბოლოებმა მხატვრობის შემდგომი განვითარება?
• როგორ ასახავს ბოტიჩელის შემოქმედება XV საუკუნის ფლორენციის სულს და როგორ აჩვენებს ქალაქში მომხდარ ცვლილებებს?
