ᲯᲝᲜ ᲣᲘᲚᲘᲐᲛᲡᲘᲡ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ ᲡᲐᲜᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲣᲥᲖᲔ. MYSTERY ENSEMBLE თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ᲯᲝᲜ ᲣᲘᲚᲘᲐᲛᲡᲘᲡ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ ᲡᲐᲜᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲣᲥᲖᲔ. MYSTERY ENSEMBLE

ᲯᲝᲜ ᲣᲘᲚᲘᲐᲛᲡᲘᲡ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ ᲡᲐᲜᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲣᲥᲖᲔ. MYSTERY ENSEMBLE

ᲯᲝᲜ ᲣᲘᲚᲘᲐᲛᲡᲘᲡ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ ᲡᲐᲜᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲣᲥᲖᲔ. MYSTERY ENSEMBLE
7 L. Gudiashvili St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან40
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

03.10.2026
შაბათი
20:00
40 ₾ - 70
40 ₾ - 70
ვრცლად

აღწერა

მზად ხართ 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის გულში ჩაეფლოთ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კინოკომპოზიტორის — ჯონ უილიამსის — ამაღელვებელ სამყაროში?

„ჰარი პოტერი“, „ვარსკვლავური ომები“, „შინდლერის სია“, „ინდიანა ჯონსი“, „იურული პერიოდის პარკი“ — ამ საღამოს მაესტროს ყველაზე საკულტო საუნდტრეკებს მოისმენთ, რომლებსაც ბრწყინვალედ შეასრულებს ცნობილი Mystery Ensemble უამრავი ანთებული სანთლის ციმციმის ფონზე.

დამმუხტავი ენერგია, შთამბეჭდავი არანჟირება და დიდებული პროგრამა — ეს ყველაფერი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის რომანტიკულ და იდუმალ გარემოში გელოდებათ. მუსიკის მაგია პირდაპირ თქვენს საყვარელ კინოისტორიებში გამოგზაურებთ და თავს ფილმის მთავარ გმირად გაგრძნობინებთ. 

70-წლიანი კარიერის განმავლობაში ჯონ უილიამსს მოპოვებული აქვს 25 გრემი, 5 ოსკარი, 4 ოქროს გლობუსი და უამრავი სხვა ჯილდო. ოსკარის 53 ნომინაციით კი იგი მხოლოდ უოლტ დისნეის ჩამორჩება და ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს.

უილიამსი მჭიდროდ თანამშრომლობდა ისეთ ლეგენდარულ რეჟისორებთან, როგორებიც არიან სტივენ სპილბერგი, ჯორჯ ლუკასი, ალფრედ ჰიჩკოკი, ოლივერ სტოუნი და კრის კოლუმბუსი. მასვე ეკუთვნის მუსიკა 1984, 1988 და 1996 წლების ზაფხულის, ასევე 2002 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის. 2023 წლის შემოდგომაზე კი მას გაერთიანებული სამეფოს საპატიო რაინდის წოდება მიენიჭა.

უდავოა, რომ საორკესტრო მუსიკის პოპულარიზაციაში ჯონ უილიამსს უდიდესი წვლილი მიუძღვის. მისი ნაწარმოებები დღემდე აჯადოებს მილიონობით მსმენელს მსოფლიოს გარშემო.

ანსამბლის ოსტატური შესრულებისა და საოცარი ატმოსფეროს შერწყმა ამ საღამოს ნამდვილად დაუვიწყარს გახდის. იჩქარეთ, შეიძინეთ ბილეთები ოქტომბრის ყველაზე ლამაზ, ჯადოსნურ და ჰარმონიულ კონცერტზე! 

კონცერტის ორგანიზატორები არიან კრეატიული სააგენტო RED EVENTS & Distribution ltd, რომელიც ატარებს განსაკუთრებულ კულტურულ ღონისძიებებს ძველ სასახლეებში, სახურავებზე, სათბურებში და სხვა ყველაზე ატმოსფერულ ადგილებში საქართველოს, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა ქვეყნების მასშტაბით. ასევე რეპერტუარში – კონცერტების კრებული სანთლის შუქზე და ვიდეო არტისა და ხმის სივრცეში სრული ჩაძირვით.

 

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ

  • Star Wars
  • Jurassic park
  • Schindler’s list
  • Harry Potter
  • Indiana Jones
  • Memoirs of a Geisha

* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას

ფოტო და ვიდეო

ᲯᲝᲜ ᲣᲘᲚᲘᲐᲛᲡᲘᲡ ᲡᲐᲛᲧᲐᲠᲝ ᲡᲐᲜᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲣᲥᲖᲔ. MYSTERY ENSEMBLE

ადგილი

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, უცხო სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები, ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობის და კულტურის ცენტრი, აგრეთვე ამ სამუშაოების კოორდინატორი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამო ეროვნული ბიბლიოთეკა ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება