საოცრება თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
საოცრება
ინგლისური, რუსული

აღწერა

მედიტაციური ზრდასრულობის ისტორია, რომელიც გვიხსნის ცივილიზაციისგან მოშორებით მცხოვრები და თითქმის თვითკმარი ცხოვრების წესით მცხოვრები ოჯახის მყიფე სამყაროს.

ახალგაზრდა ჯელსომინა და მისი დები იტალიურ სოფელში მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, რომლებიც მეფუტკრეობით არიან დაკავებული. მათი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც ფერმაში ჩამოდის სატელევიზიო ჯგუფი, რათა გადაიღოს შოუ „ტრადიციული“ იტალიური ოჯახის შესახებ. მამის ზეწოლის ქვეშ, რომელიც ცდილობს ოჯახზე კონტროლის შენარჩუნებას, ჯელსომინა სულ უფრო მეტად ეფლობა საკუთარ ფანტაზიებში და სხვა სამყაროზე ოცნებობს.

როგორც სხვა ფილმებში, რეჟისორ Alice Rohrwacher-ს აქაც ახერხებს შექმნას მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური ინტონაცია — მისივე გადახალისებული მაგიური რეალიზმი, რომელიც მაყურებელს აგრძნობინებს ჰაერში გაფანტულ, ძნელად დასაჭერ, მაგრამ უეჭველად არსებულ ჯადოსნობას.

🏆 კანის კინოფესტივალის ჟიურის გრან-პრი.

ფოტო და ვიდეო

საოცრება

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება