შუა XIX საუკუნე, ირლანდია. პატარა დასახლებაში ჩამოდის მედდა ლიბი. მიზეზი უჩვეულოა: სასწაული. 11 წლის ანა უკვე რამდენიმე თვეა არაფერს ჭამს და ამბობს, რომ „ზეციური მანანით“ იკვებება. თუმცა ლიბს ვერ მოატყუებ — ის სკეპტიკოსია, რომელიც მხოლოდ მეცნიერებას ენდობა და მტკიცედ არის გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გოგონა იტყუება.
რეჟისორის სიტყვა:
„ეს არის ფილმი საღი აზრისა და მაგიის, მეცნიერებისა და უკიდურესი რელიგიურობის, სულიერი და ინტელექტუალური მოქნილობისა და ფანატიზმის დაპირისპირებაზე. რისი გწამს? მტკიცე ხარ შენს რწმენებში? თუ მზად ხარ შეიცვალო, მოერგო და განვითარდე — როგორი მაყურებელი ხარ? მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიის ყველა პერსონაჟი გამოგონილია, აქ წამოჭრილი თემები სრულიად რეალურია. ეს ამბავი შეიძლებოდა მომხდარიყო XIX საუკუნეში, მაგრამ ზუსტად იგივე შეიძლება მოხდეს დღესაც.“
