19-ე საუკუნის შუა წლები, ირლანდია. პატარა სოფელში ჩამოდის მედდა ლიბი. მიზეზი უჩვეულოა — სასწაული. 11 წლის ანა უკვე რამდენიმე თვეა არაფერს ჭამს და ამბობს, რომ ცაში მომავალი მანით იკვებება. მაგრამ ლიბს ასე მარტივად ვერ მოატყუებ — ის სკეპტიკია, რომელიც მხოლოდ მეცნიერებას ენდობა და მიზნად ისახავს დაამტკიცოს, რომ გოგონა იტყუება.
რეჟისორის სიტყვა:
„ეს ფილმია გონივრული აზრისა და მაგიის, მეცნიერებისა და უკიდურესი რელიგიურობის, სულიერი და ინტელექტუალური მოქნილობისა და ფანატიზმის დაპირისპირების შესახებ. რისი გწამს შენ? მტკიცედ დგახარ საკუთარ რწმენაში? თუ მზად ხარ შეიცვალო, მოერგო და განვითარდე — როგორ ტიპის მაყურებელი ხარ? მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ყველა პერსონაჟი გამოგონილია, ამ ისტორიაში განხილული თემები — რეალურია. ეს ისტორია შეიძლებოდა მომხდარიყო მე-19 საუკუნეში, მაგრამ ზუსტად ასევე შესაძლებელია, რომ მოხდეს დღესაც.“