პრემიერა მოძრაობის თეატრში 7, 9 და 14 აპრილს, 20:00 სთ.-ზე
ინოვაციური სპექტაკლი, რომელშიც ინტეგრირებულია თანამედროვე ტექნოლოგიები. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თეატრის ჰიბრიდული ფორმა, სადაც ციფრული მექანიზმები და სპეციალური მეთოდით — მათ შორის AI-ის დახმარებით — შექმნილი ანიმაციები სპექტაკლის ისეთივე ქმედითი მექანიზმის ნაწილს წარმოადგენენ, როგორიც მსახიობია.
სპექტაკლი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იაპონელი მწერლის, კობო აბეს, რომანს — „ქალი ქვიშაში" — ეფუძნება.
სპექტაკლი ჩვენს რეალობაზეა — რეალობაზე, სადაც სხეულები და სისტემები ერთმანეთთან განუყოფლად არიან გადახლართული.
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 60 წუთი.
რეჟისორი და ანიმაციების ავტორი - ანა გოგიშვილი;
პროდიუსერები: ანი მარგველაშვილი, ნათია შაორშაძე, ალექსანდრა რასოევა;
ქორეოგრაფი: კახა ბაკურაძე;
ტექნიკური და ციფრული უზრუნველყოფა: იოსებ ბაკურაძე;
მსახიობები: ანანო იაშვილი, გიორგი ცერცვაძე;
გრაფიკული დიზაინერი: რევაზ ხულუზაური;
სპექტაკლის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია, პროდიუსერების ორგანიზაცია “თეატრიკონი”, Digital Drama School, ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია “Bohista Tribal”