ოზის ჯადოქარი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ოზის ჯადოქარი

ოზის ჯადოქარი

ოზის ჯადოქარი
182, D. Agmasheneblis Ave., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან16
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

25.06.2026
ხუთშაბათი
19:00
16

აღწერა

ოზის ჯადოქარი - თბილისის თეატრისა და მუსიკის აკადემია მოძრაობის თეატრში წარმოგიდგენთ მორიგ მიუზიკლს.


რეჟისორი - გრიგოლ ჟორდანია


სპექტაკლზე გაყიდული ბილეთებიდან მიღებული თანხა გადაირიცხება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დახმარების ფონდში.


სპექტაკლის აღწერა


დოროთის მხოლოდ ერთი სურვილი აქვს — სახლში დაბრუნება. ბოროტ ალქაჯს კი ძალაუფლება სურს და ამისთვის დოროთის ჯადოსნური ფეხსაცმლის ხელში ჩაგდებას ცდილობს. სიკეთესა და ბოროტებას შორის ამ ბრძოლაში დოროთის მრავალი სირთულის გადალახვა უწევს, რის დაძლევაშიც მეგობრები ეხმარებიან. დიუშენის მქონე ბავშვებსაც ყოველდღიურად უწევთ საკუთარი გამოწვევების დაძლევა და მიზნისკენ სვლა, რაშიც საზოგადოების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

ფოტო და ვიდეო

ოზის ჯადოქარი

ადგილი

მოძრაობის თეატრი
«მოძრაობის თეატრის» ისტორია მისი დამფუძნებლის კახა ბაკურაძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქართველოში თეატრის გახსნამდე, კახა ბაკურაძე დასავლეთ ევროპაში მოღვაწეობდა და მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში 2000 წელს დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში, პანტომიმის გაკვეთილებს უტარებდა მომავალ მსახიობებს. 2001 წელს თეატრალურის სტუდენტებთან ერთად დადგა პირველი სპექტაკლი «რიჩარდ მესამე», რომელიც იმავე წელს შეფასებული იქნა როგორც წლის საუკეთესო ექსპერიმენტი. სტუდენტებისგან შეკრულმა დასმა სწორედ აქ დაანახა კახა ბაკურაძეს საკუთარი თეატრის ჩამოყალიებების შესაძლებლობა და დაიწყო მოგზაურობა, მოძრაობის სამყაროში. პირველი საჯარო გამოსვლები კახა ბაკურაძის დასმა, ყოველგავრი ანონსებისა და ანაზღაურების გარეშე ქუჩებში დაიწყო. მოძრაობის თეატრი მუდმივ მოძრაობაში იყო და შესაძლებლობის ფარგლებში იცვლიდა სარეპეტიციო ფართებს, საკუთარი თეატრის მშენებლობის დასრულებმადე (2013 წ.), რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელმა და დასმა, საკუთარი ხელით ააგეს. მას შემდეგ ამ შენობაში ერთი დღითაც არ შეწყვეტილა შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც მხოლოდ თეატრალურ სპექტაკლებს არ გუსლიხმობს. კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში უამრავი შემოქმედებითი საღამო იმართენა და მათი სელექცია მხოლოდ ერთი ნიშნით ხდება - შემოქმედება უნდა იყოს საავტორო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება