ოზის ჯადოქარი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ოზის ჯადოქარი

ოზის ჯადოქარი

ოზის ჯადოქარი
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან 25
advertising
ქართული

განრიგი

28.06.2025
შაბათი
13:00
25 ₾ - 30
25 ₾ - 30
ვრცლად

აღწერა

ფრენკ ბაუმის ნაწარმოების ,,ოზის ჯადოქრის,, მიხედვით დადგმული სპექტაკლი... ამოვარდნილი ქარიშხლის შემდეგ მთავარი გმირი პატარა გოგო დოროთი სახლიდან ძალიან შორს ჯადოსნურ სამყაროში აღმოჩნდება,სადაც ის გაიჩენს მეგობრებს - საფრთხობელას,რკინის კაცს და ლომს. კეთილი ჯადოქრების და ღეჭიების დახმარებით დოროთი უნდა მივიდეს ზურმუხტქალაქში ოზის ჯადოქართან,თუმცა ოზთან მისასვლელი გზა არავინ იცის,არც არავის უნახავს ოზი,არც ის იცის არავინ თუ როგორ გამოიყურება ზურმუხტქალაქის ბრძანებელი. დოროთის ძალიან სურს სახლში დაბრუნება,ყველაფერს აკეთებს ამისთვის თუმცა ბოროტი ჯადოქარი და მფრინავი მაიმუნი მას ხელს უშლის. ბოროტ ჯადოქარს და მაიმუნს გადაწყვეტილი აქვთ როგორმე დოროთი და მისი მეგობრები გაანადგურონ,მათ ჯადოსნური ფეხსაცმელი წაართვან და ბოროტება გაბატონონ დედამიწაზე. ეს არის ამბავი პატარა გოგოზე რომელმაც სიყვარულით,მეგობრობით,ერთგულებით,მიზანდასახულობით შეძლო ბოროტი ჯადოქრის დამარცხება და სახლში დაბრუნება. -მე ასე მასწავლიდნენ: ,,როცა რაღაც ძალიან გინდა და მიზნის მისაღწევად ბევრს შრობომ შენი ნატვრა აუცილებლად აგისრულდება,,იზანდასახულობით შეძლო ბოროტი ჯადოქრის დამარცხება და სახლში დაბრუნება. -მე ასე მასწავლიდნენ: ,,როცა რაღაც ძალიან გინდა და მიზნის მისაღწევად ბევრს შრობომ შენი ნატვრა აუცილებლად აგისრულდება,,

ინსცენირების ავტორები ანა მირიანაშვილი, დავით ჩხარტიშვილი

რეჟისორი- დავით ჩხარტიშვილიმხატვარი- ლევან კვარაცხელია

კომპოზიტორი- დავით თავაძე

ქორეოგრაფი- გია მარღანია

ვიდეოინსტალაციების ავტორი- ირაკლი ხვთისიაშვილი

რეჟისორის თანაშემწე- თამაზ ქარაული

მონაწილეობენ: პაატა მხეიძე, კახაბერ ჭოლაძე, ანა სულუაშვილი, ლიკა შუკაკიძე, მარიამ ჩუხრუკიძე, მარიამ ხუხუნაიშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, ლევან კაციაშვილი, ნიკო ნანიტაშვილი, გიორგი შავგულიძე, ვანო დუგლაძე, შალვა ანთელავა, სოფიო ებრალიძე, ასმათ ქურციკიძე, ირინე კუკულაძე, ნინო შუშიაშვილი, რატი ნავაძე, ზურაბ არუსია, სალომე წურწუმია, ნია ტოგონიძე. 

ასაკი: 6+

ფოტო და ვიდეო

ოზის ჯადოქარი

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება