2026 წლის 27 ნოემბერს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება საერთაშორისო საქველმოქმედო გალა-კონცერტი „The Voice of Hope - გაგნიძე 55“, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონის, გიორგი გაგნიძის 55 წლის იუბილეს ეძღვნება.
საღამოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს მსოფლიო მაესტრო პლასიდო დომინგოს მონაწილეობა - პირველად თბილისის ოპერის სცენაზე.
გიორგი გაგნიძე თანამედროვე საოპერო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული დრამატული ბარიტონია. მისი საერთაშორისო კარიერა აერთიანებს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საოპერო სცენებს, მათ შორის ნიუ-იორკის Metropolitan Opera-ს, მილანის Teatro alla Scala-ს, ვენის სახელმწიფო ოპერას, პარიზის ეროვნულ ოპერას, ბერლინის სახელმწიფო ოპერას, მადრიდის Teatro Real-სა და Arena di Verona-ს.
გალა-კონცერტში მონაწილეობენ: გიორგი გაგნიძე, მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავი ლუდმილა მონასტირსკა, რამო გულედანი, მარიამ გაგნიძე, დათუნა ალადაშვილი და დირიჟორი ვასილ კოვალი.
ღონისძიებას აქვს მნიშვნელოვანი საქველმოქმედო და საზოგადოებრივი მიზანი - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდაჭერა, მათთვის რეაბილიტაციისა და დამხმარე საშუალებების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
ერთი საღამო. ერთი ხმა. მრავალი სიცოცხლისთვის.
ღონისძიებაზე დასწრება რეკომენდებულია 6 წლის ასაკიდან. 6 წლის და უფროსი ასაკის თითოეული სტუმრისთვის აუცილებელია ცალკე ბილეთის შეძენა. 6 წლამდე ბავშვები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან.
ხანგრძლივობა: 2 საათი, შესვენების გარეშე.