ვერდადგმული სპექტაკლი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ვერდადგმული სპექტაკლი

ვერდადგმული სპექტაკლი

ვერდადგმული სპექტაკლი
114 Akaki Tsereteli Ave
ბილეთის ფასი
დან29.75
ქართული

განრიგი

26.09.2026
შაბათი
20:00
29.75 ₾ - 35
29.75 ₾ - 35
ვრცლად

აღწერა

 

ახალგაზრდა რეჟისორი გადაწყვეტს დადგას ცნობილი ავსტრიელი მწერლის, თომას ბერნჰარდის ბოლო პიესა - „გმირთა მოედანი“. სანამ ცდილობს გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანოს, ხვდება, რომ გზა, რომელსაც გადის, თავად იქცევა სპექტაკლად.

 

ფოტო და ვიდეო

ვერდადგმული სპექტაკლი

ადგილი

თეატრი სახელოსნო 42
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, TBILISI FACTORY - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება