💡 25 აპრილს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქიატრ, ფსიქოანალიტიკოს რეზო კორინთელთან თემაზე: „არაცნობიერი და ფსიქოსინთეზი"
🎓 ლექციის ფარგლებში განხილული იქნება, რა არის არაცნობიერი როგორც არა უბრალოდ „დამალული“ ფსიქიკური მასალა, არამედ აქტიური ძალა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, ემოციებზე და ურთიერთობებზე.
➡️ ლექცია გააერთიანებს ფსიქოანალიტიკურ ხედვასა და ფსიქოსინთეზის პრაქტიკულ მიდგომებს, შეხვედრაზე დამსწრეებს კი ექნებათ შესაძლებლობა დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და ლექტორთან ერთად იმსჯელონ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
ღონისძიებაზე არ არის ასაკობრივი შეზღუდვა.
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი