კლასიკური მიუზიკლი ჟაკ დემი-სგან, რომლის მელოდიასაც, დიდი ალბათობით, თქვენი ბებიაც ღიღინებდა. ეს არის სევდიანი ისტორია სიყვარულისა და განშორების შესახებ. ახალგაზრდა ჟენევიევი გალანტერიის მაღაზიაში მუშაობს — ქოლგებს ყიდის. ის შეყვარებულია გიზე, და გიც იგივე გრძნობებით პასუხობს. მაგრამ მალე გის ჯარში იწვევენ. დაშორებისას ჟენევიევი და გი ერთმანეთს ჰპირდებიან, რომ დაელოდებიან…
ფილმი გამოირჩევა შესანიშნავი დეკორაციებით, ფერის ოსტატური გამოყენებით, მიშელ ლეგრანი-ს ულამაზესი მუსიკით და ახალგაზრდა კატრინ დენევი-ით მთავარ როლში.
ფილმში არ არის არც ერთი სალაპარაკო დიალოგი — ყველა მღერის.
კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი.
