იმპროვიზაციები დათო ტურაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით
მატარებელი
ერთ მოქმედებად
დამდგმელი რეჟისორი - გოჩა კაპანაძე
მხატვარი - ლომგულ მურუსიძე
კოსტიუმების მხატვარი - ქეთევან ციციშვილი
მონაწილეობენ:
მაკა გელაძე, თამარ გოგიძე, დალი დოიჯაშვილი, თინათინ კობალაძე, ლელა მახნიაშვილი, ცოტნე მეტონიძე, გიორგი მთავრიშვილი, მამუკა პავლიაშვილი, მევლუდ სამადალაშვილი, ვაჟა ციცილოშვილი, რამაზ ხომასურიძე, ანა ხურციძე
1921 წელი... თებერვალი... წითელი არმია თავს დაესხა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ბოლო მატარებელი გადის თბილისიდან... მთავრობამ დატოვა დედაქალაქი... ყველას უნდა გაქცევა ქვეყნიდან... არისტოკრატიას... ინტელიგენციას... სხვადასხვა პარტიებისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენლებს. ყველა ცდილობს მატარებელში ასვლას, თუმცა მათ არ იციან, სად მიდიან და რა განსაცდელი ელით წინ... ვაგონში პოლიტიკოსები და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები გამუდმებით კამათობენ და ერთმანეთს ადანაშაულებენ მომხდარში. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი ტკივილი, სიმართლე და სრულიად განსხვავებული აზრი მომხდარზე, მათ აერთიანებთ საერთო გრძნობა, - სამშობლოს სიყვარული და რწმენა, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან...
სპექტაკლი გაიმართება რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე.
დაწყების დრო - 19 საათი
სპექტაკლის ხანგრძლივობა - 85 წთ.
ასაკობრივი შეზღუდვა - 8+
თეატრის დირექტორი - გოჩა კაპანაძე