მგელი ინგოლფი ცხოვრობს ნორვეგიაში, ვეგეტარიანელია და ძალიან უყვარს თავისი ბოსტნის მოვლა. ერთ დღეს იგი გადაწყვეტს, რომ აღასრულოს ბაბუასთვის მიცემული პირობა და ეწვიოს მეგობრებს, სამიგოჭის შვილიშვილებს. აღმოჩნდება, რომ ორი გოჭის სახლის განადგურებისა და მესამე სახლიდანკუდამოძუებული გაგდების შემდეგ, მგელს ჭკუა ასწავლეს და არასდროს დაუწუხებია ნიფნიფი, ნაფნაფიდა ნუფნუფი — პირიქით, დამეგობრებულან კიდეც.
ინგოლფი პირველად ესტუმრება ნიფნიფის შვილიშვილ მადამ ნიფნიფურს, რომელიც საფრანგეთშიცხოვრობს და ოპერის მომღერალია, პრიმადონა. შემდეგ იტალიაში გადაინაცვლებს ნაფნაფისშვილიშვილ ანტონელა ნაფნაფინისთან, სახელგანთქმულ მოცეკვავესთან. ბოლოს კი საქართველოში, რაჭაში ჩამოვა ნუფნუფის შვილიშვილ დესპინე ნუფნუფიძესთან. ბაბუების მსგავსად, მგელი და სამივეგოჭიც დამეგობრდებიან.
ასაკობრივი შეზღუდვა: 5+
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 1952 წელს გაიხსნა და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში.