უცხო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
უცხო

უცხო

უცხო
Tbilisi, Georgia
ბილეთის ფასი
დან70 ₾
ქართული

განრიგი

15.10.2026
ხუთშაბათი
20:00
70 ₾

აღწერა

ერთი საღამო. ერთი ოთახი. რამდენიმე უცნობი.

 

ვინ ხარ შენ, როცა სახელს, პროფესიას, სტატუსს და ისტორიას დროებით ჩამოგართმევენ?

 

„უცხო“ არ არის ტრენინგი და არც თერაპია, ეს არის სოციალური ექსპერიმენტი, სადაც ადამიანები ერთმანეთის გაცნობას იქიდან იწყებენ, საიდანაც ჩვეულებრივ არასოდეს იწყება.

 

რა მოხდება, თუ რამდენიმე საათით დაივიწყებ, ვინ ხარ საზოგადოებისთვის, რას მიაღწიე და რას ფიქრობენ შენზე და დარჩები მხოლოდ საკუთარ თავთან?

 

ინტერაქტიული დავალებები, მოულოდნელი შეხვედრები, სიჩუმე და კითხვები, რომლებზეც პასუხი ალბათ აქამდე არასოდეს გაგიცია.

 

ზოგი აქ მეგობარს იპოვის, ზოგი საკუთარ თავს, ზოგი- ორივეს.

 

თამაშის ფასილიტატორი - ნინო ეფხოშვილი.

 

ასაკობრივი ზღვარი: 18+

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

უცხო

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება