5 მაისს - განუმეორებელი ქართული თეატრის ამბავი რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე ბრუნდება!
რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ქართული თეატრის ნაცნობ და უცნობ, მისტიურ და საინტერესო ამბებს ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან და მაესტრო ნიკა ნიკვაშვილთან, ქართულ ნაციონალურ ბალეტ - „სუხიშვილებთან“ ერთად მოგვიყვება - ქართული თეატრის რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა, გამარჯვება და სიხარული, ტრაგედია და დაცემა -ისტორიები, რომლებსაც გუგლში ვერ წაიკითხავთ.
რეჟისორი _ ნიკა საბაშვილი
მხატვარი _ ვახო ქორიძე
დასაწყისი: 20:00 საათზე
ასაკობრივი შეზღუდვა 10+
ქრონომეტრაჟი : 70 წუთი
