2 ივლისს, კაფე ეარში, საკუთარ ლექსებს წაიკითხავენ თამარ მღებრიშვილი, ნათელა ჯანელიძე, ანა ჯავახიშვილი და ლელა კურტანიძე.
თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ქალი პოეტების ხმა ძალიან მკაფიოდ და ხმამაღლა ჟღერს. ამიტომ, ავტორების უკეთ გასაცნობად, მათთვის კითხვების დასმის შესაძლებლობის მისაღებად ან უბრალოდ, პოეზიის მოსასმენად, გელით ქიქოძის #10-ში.
გემრიელ ღვინოს ჩვენ დაგახვედრებთ, რადგან ღვინო პოეზიას ძალიან უხდება.