ისტორია XX საუკუნისა, მოყოლილი ოთხი მოზარდი გოგონას შინაგანი მონოლოგების მეშვეობით — ფილმი, რომელსაც ადარებენ ტარკოვსკის, ფელინისა და ბერგმანის ნამუშევრებს.
ალტმარკში მდებარე ერთსა და იმავე ძველ ფერმაში, სხვადასხვა ეპოქაში — პირველი მსოფლიო ომიდან დღემდე — ცხოვრობენ ალმა, ერიკა, ანგელიკა და ლენკა. ოთხი გმირი ერთმანეთს ვერასოდეს შეხვდება, თუმცა თითოეული მათგანი გადაიტანს პირველ სექსუალურ გამოცდილებას, ახლობელი ადამიანის მოულოდნელ სიკვდილს, მძაფრ მარტოობასა და მომავლის შიშს.
ჩვენს წინაშეა XX საუკუნის გერმანიის ისტორიის სხვა ვერსია, ნაჩვენები მოზარდი გოგონების თვალით (შესაძლოა, ეს საერთოდ ევროპის, ან თუნდაც მთელი დანარჩენი სამყაროს ისტორია იყოს). ისინი უხმო მოწმეები არიან — ტრაგედიებს განიცდიან უფროსებისა და მამაკაცებისთვის შეუმჩნევლად, სამყაროში, რომელიც ომებით, კონფლიქტებით, ძალადობითა და ტკივილით არის სავსე. და მაინც, მხოლოდ მათი მზერა იძლევა იმედს სხვა ეთიკის არსებობისა — იმ ეთიკისა, რომელიც ეწინააღმდეგება იმ წესებს, რაც თითქოს მთელ მსოფლიოს აქვს მიღებული.
— ანტონ დოლინი
ფილმის შემდეგ ჩაის მოვადუღებთ და შთაბეჭდილებებს გავუზიარებთ ერთმანეთს. შეხვედრას გავუძღვები მე — ფილოსოფოსი, კინომცოდნე და კინოთეატრის დიასახლისი ვარია ვლასოვა.
