თოვლის დედოფალი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
თოვლის დედოფალი

თოვლის დედოფალი

თოვლის დედოფალი
Akaki Beliashvili 68, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან25
advertising
ქართული

განრიგი

26.12.2025
პარასკევი
19:00
25

აღწერა

შორს, იქ სადაც მუდამ ქარბუქია და ყინვა, ულამაზესი, მაგრამ ყინულივით ცივი სასახლე დგას,იქ თოვლის დედოფალი ცხოვრობს, მისი ჯადოქრული ძალა კი ჯიუტად ცდილობს სიკეთე ბოროტებად აქციოს- ყინულის ნატეხით სითბო დაამსხვრიოს - მათ შორის ადამიანთა გულებში - თუმცა სპექტაკლის პერსონაჟები, პრინცესა, ყვავები, ყაჩაღებიც კი არ აპირებენ დედოფალს დაუთმონ კაი- პატარა ბიჭი, რომელიც მან გაიტაცა, კაის დასაბრუნებლად იბრძვის გერდა- მისი საუკეთესო მეგობარი, ის ყველა დაბრკოლებას გადალახავს და ყინულის სასახლემდე მიაღწევს. დაამარცხებს სიკეთე ბოროტებას? საერთოდაც, შეიძლება კი საახალწლო ზღაპარი სხვაგვარად დასრულდეს ?


ავტორი- ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით;

რეჟისორი- ლაშა გოგნიაშვილი;

მხატვარი- ირაკლი ბილისეიშვილი;

კოსტიუმების მხატვარი - ქეთი ციციშვილი;

ქორეოგრაფი-ლაშა რობაქიძე;

 

მონაწილეობენ: თათული ედიშერაშვილი; ნუცა თოფურია; გივიკო ხახიძე,

ნინუცა მაყაშვილი, გაგა მახათაძე; მერაბ გეგეჭკორი;

ნინო ციმაკურიძე, გიორგი აფციაური, ჯული პაკელიანი; მოზარდთა თეატრ „თეატრალის“ მოსწავლეები


ასაკობრივი ზღვარი 5+

დასაწყისი : 19:00 საათზე

კარი მაყურებლისთვის 18:00 სააათზე გაიღება

 

სარალიძის საკონცერტო დარბაზში ზღაპრული გარემო ფოიეშივე დაიწყება .აქ სპექტაკლის დაწყებამდე საახალწლოდ მორთულ ბარში საბავშვო კოქტეილების დაგემოვნებასაც კი შეძლებთ.

ფოტო და ვიდეო

თოვლის დედოფალი

ადგილი

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზი
2020 წლის 11 იანვარს თბილისში ბელიაშვილის 68-ში ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციურ შენობაშია განთავსებული. საკონცერტო დარბაზი 400 ადგილზეა გათვლილი. მისი ვესტიბული და საოფისე ნაწილი როგორც საგამოფენო, ასევე კონფერენციებისა და კორპორატიული ღონისძიებების ჩატარების ფართო შესაძლებლობას იძლევა. დარბაზი საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის ვახტანგ სალარიძის სახელს ატარებს, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეტრში მოღვაწეობდა. ამ თეატრის არაერთი წარმატება სწორედ ვახტანგ სალარიძის ასხელს უკავშირდება.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება