ფილმი, რომელმაც ინგმარ ბერგმანს სახელი გაუთქვა. ევროპაში ჭირი მძვინვარებს. ჯვაროსნული ლაშქრობიდან დაბრუნებული რაინდი იწყებს სახიფათო თამაშს — შახმატის პარტიას თავად სიკვდილთან, სადაც ფსონი მისი სიცოცხლეა. უნდა ითქვას, რომ ფილმის ბევრი სახე, მათ შორის სიკვდილი, რომელიც შახმატს თამაშობს, შუასაუკუნეების ფრესკებით არის შთაგონებული.
მიუხედავად იგავის სიღრმისა, „მეშვიდე ბეჭედი“ ბერგმანის ერთ-ერთ ყველაზე ადვილად აღსაქმელ ფილმად ითვლება და შესანიშნავი დასაწყისია რეჟისორთან გასაცნობად.
ფილმმა კანის კინოფესტივალზე ჟიურის განსაკუთრებული პრიზი მიიღო.
