ომის ფოტოგრაფების ისტორიებსა და პირად გამოცდილებაზე დაფუძნებულ მონოლოგში რეჟისორი მილო რაუ იკვლევს ჩვენი რწმენების სიმყიფეს. რატომ არის ძალადობა ამდენად მიმზიდველი? რა რჩება მაშინ, როდესაც ომი და ტერორი ანადგურებს იმ სამყაროს, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ ?
სპექტაკლში „მისანი“ ურსინა ლარდი ასრულებს ომის ფოტოგრაფის როლს. ის მსოფლიოს კონფლიქტურ ზონებში მოგზაურობს ზრწოლისა და შიშის, ძალადობის ამსახველი კადრების მოსაძიებლად. ფოტოგრაფი თითქოს ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს ტკივილს და ამავე დროს ხელშეუხებელია. თუმცა ის საბოლოოდ თვითონ ხდება ძალადობის მსხვერპლი . ამის მერე ომის აღიარებული ფოტოგრაფი გადაიქცევა სკეპტიკურ კასანდრად, რომელიც ცდილობს ებრძოლოს ჩვენი დროის სიბრმავეს.
მილო რაუს პიესა ეფუძნება ომის ფოტოგრაფების, ერაყელი მოქალაქეების ცხოვრების ისტორიებსა და პირად გამოცდილებებს — მათ შორის მოსულში მასწავლებელ აზად ჰასანთან შეხვედრას, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ ოკუპაციის დროს ხელი სასჯელის სახით მოაჭრეს. სოფოკლეს პერსონაჟით ფილოქტეტეთი შთაგონებული — ფილოქტეტე ტრავმის გამო ყველაფერს კარგავს და საზოგადოებიდან განიდევნება — რაუ კვლავ უბრუნდება ჩვენი რწმენების ა და წარმოდგენების სიმყიფეს . რატომ არის ძალადობა მიმზიდველი? რა რჩება, როდესაც ომი და ტერორი ანადგურებს სამყაროს ?
შეუძლია კი ხელოვნებას ტანჯვის შემსუბუქება?