მეორე აქტი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
მეორე აქტი

მეორე აქტი

მეორე აქტი
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
ინგლისური, რუსული

აღწერა

მსახიობები აღმოჩნდებიან გადასაღებ მოედანზე, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მართავს. კინოსამყაროზე შექმნილი სატირული ისტორია Léa Seydoux-ისა და Louis Garrel-ის მონაწილეობით.

Quentin Dupieux-ის კინემატოგრაფის მთელი არსი აბსურდის ენით კინოს სამყაროში დამკვიდრებული წესებისა და კანონების ირონიულ და ხშირად მწარე გაშარჟებაშია. ამჯერად მან ყურადღება გაამახვილა როგორც ერთ დუბლში გადაღებულ ხანგრძლივ სცენებზე, ასევე გაწელილ დიალოგებზე, „გაუქმების კულტურის“ საფრთხეებზე საუბრებსა და სხვა თანამედროვე თემებზე.

The Second Act დიუპიეს სხვა ნამუშევრებისგან განსაკუთრებით გამოირჩევა უფრო მახვილი, თითქმის პამფლეტური იუმორით. ამ შემთხვევაში ეს არა უბრალოდ აბსურდის ესთეტიკური ატრაქციონია, როგორც ხშირად ხდება მის ფილმებში, არამედ ნამდვილად სახალისო და ჭკვიანურად აგებული კომედია. ეკრანზე პერსონაჟები კომიკურად ეკამათებიან ერთმანეთს, წარმოთქვამენ პათოსურ მონოლოგებს და უშედეგოდ ცდილობენ გადაღების პროცესს დაუბრუნდნენ.

ფოტო და ვიდეო

მეორე აქტი

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება