რომანტიკოსები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
რომანტიკოსები

რომანტიკოსები

რომანტიკოსები
10 Gia Abesadze Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან15
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

თარიღის არჩევა
16.09.2026
ოთხშაბათი
20:00
15 ₾ - 35
15 ₾ - 35
ვრცლად
17.09.2026
ხუთშაბათი
20:00
15 ₾ - 35
15 ₾ - 35
ვრცლად
18.09.2026
პარასკევი
20:00
15 ₾ - 35
15 ₾ - 35
ვრცლად
21.09.2026
ორშაბათი
20:00
15 ₾ - 35
15 ₾ - 35
ვრცლად
22.09.2026
სამშაბათი
20:00
15 ₾ - 35
15 ₾ - 35
ვრცლად

აღწერა

ისინი თინეიჯერები და შეყვარებულები არიან. და გადაწყვიტეს, ცხოვრება მშობლების გარეშე გააგრძელონ. ის, რაც ახალგაზრდების პირადი ამბოხით იწყება, თანდათან ამხელს სამყაროს, სადაც ძალადობა მემკვიდრეობით გადაეცემა, დუმილი წესად იქცევა, უფროსებმა კი კარგად იციან, როგორ დაიცვან საკუთარი თავი. „რომანტიკოსები“ სკოლის დერეფნების ხმაურსა და ოჯახის დუმილში ვითარდება. აქ რომანტიკული პოეზია და თინეიჯერული სლენგი ერთმანეთს ეჯახება; სიყვარულის, მშვენიერებისა და გმირობის ენა კი სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს სამყაროში, რომელსაც უთანასწორობა, სიძულვილი და შიში მართავს. „რომანტიკოსები“ ანტირომანტიკული შავი კომედიაა შვილებზე, მშობლებზე და იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ერთი თაობა მეორეს უტოვებს.

ფოტო და ვიდეო

რომანტიკოსები

ადგილი

სამეფო უბნის თეატრი
სამეფო უბნის თეატრი — თეატრი თბილისში, რომელიც მდებარეობს გია აბესაძის 10-ში, სოლოლაკში. შენობა, რომელშიც თეატრია განთავსებული, აგებულია 1875 წელს, როგორც სინაგოგა. ამ თეატრში მუშაობდნენ და აგრძელებენ მუშაობას ქართველი თეატრის ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, გოგა თავაძე, დათო საყვარელიძე, ცოტნე ნაკაშიძე, მაკა მახარაძე, მხატვრები: მურაზ მურვანიძე, გუგა კოტეტიშვილი, ანკა კალატოზისვილი. მსახიობები: იზა გიგოშვილი, მედეა ჩახავა, თამარ სხირტლაძე, მარლენ ეგუტია, ნატა მურვანიძე, ნინო ბურდული, ნიკა თავაძე, ზაალ ჩიქობავა, ლევან ყოციაშვილი, ეკა ჩხეიძე, გიორგი ნაკაშიძე, ლეო ანთაძე, მალხაზ აბულაძე და სხვ. 2004 წელს თეატრში დაარსდა შემოქმედებითი სახელოსნო ბატონ თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (2003 წლიდან) არის საქართველოს სახალხო არტისტი მერაბ თავაძე.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება