ჩუმი გოგონა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ჩუმი გოგონა

ჩუმი გოგონა

ჩუმი გოგონა
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ინგლისური, რუსული

აღწერა

თავშეკავებული — თავისი გმირის მსგავსად — უბრალო და ემოციური ფილმია იმის შესახებ, თუ რამდენად ცოტა სჭირდება ადამიანს, რომ იგრძნოს: მას ხედავენ და ის ვინმესთვის მნიშვნელოვანია.

1980-იანი წლების დასაწყისი, ირლანდიის სოფელი. მორცხვი ცხრა წლის კეითი მრავალშვილიან და პრობლემურ ოჯახში იზრდება, სადაც მას თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას. როდესაც მშობლები მას შორეულ ნათესავებთან აგზავნიან საცხოვრებლად, გოგონა პირველად ხვდება სახლში, სადაც უფროსებს ნამდვილად ადარდებთ, რომ ის არსებობს.

კოლმ ბაირედი ამ ერთი შეხედვით უბრალო ისტორიას შეთქმულივით ჩურჩულით გვიყვება, თითქოს ეშინია, ზაფხულის სიმშვიდე და უდარდელობა არ დააფრთხოს. ყოველდღიური ცხოვრების მომაჯადოებელი წვრილმანებისგან იქმნება ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება ნებისმიერი ასაკის ადამიანი მაშინ, როდესაც მას ამჩნევენ.

🏆 ნომინირებული იყო 2023 წლის ოსკარზე, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ფოტო და ვიდეო

ჩუმი გოგონა

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება