ძმები პერსელები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ძმები პერსელები

ძმები პერსელები

ძმები პერსელები
17 Rustaveli avenue
ბილეთის ფასი
დან30 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

24.11.2026
სამშაბათი
19:30
30 ₾ - 60 ₾
30 ₾ - 60 ₾
ვრცლად

აღწერა

24 / 11 – 19:30

რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენა

 

კონცერტზე, სახელწოდებით „ძმები პერსელები“, მსმენელს განსაკუთრებული მუსიკალური საღამო ელის. საქართველოსა და ჩვენს ფესტივალს პირველად ესტუმრება საერთაშორისოდ აღიარებული ბაროკოს ანსამბლი „Musica Gloria“. ეს ახალგაზრდული, ენერგიული კოლექტივი ძველ მუსიკას ისტორიულ საკრავებზე განსაკუთრებული ფერებითა და სიცოცხლით აჟღერებს, რამაც მათ მსოფლიოს წამყვან სცენებზე წარმატება და მათი ალბომებისთვის უმაღლესი საერთაშორისო შეფასებები (მათ შორის პრესტიჟული ჯილდო „5 Diapasons“) მოუტანა. კონცერტზე ანსამბლი, კონტრტენორ პიტერ დე პრეტერესთან ერთად, შეასრულებს ჰენრი პერსელის, დანიელ პერსელისა და ტობიას ჰიუმის გამორჩეულ ნაწარმოებებს.

 

MUSICA GLORIA

პიტერ დე პრეტერე - კონტრტენორი

 

ნელე ვერტომენი - ჰობოი, ბლოკფლეიტა, სამხატვრო ხელმძღვანელი

 

ბენიამინო პაგანინი - კლავესინი, ბლოკფლეიტა, სამხატვრო ხელმძღვანელი

 

სტან გეუდენსი - თეორბო

 

ბარბარა ჰიუნინგერი - ვიოლა და გამბა

 

პროგრამა 

 

I

 

Henry Purcell (1659-1695)

Musick for a while from Oedipus - Z. 583

Hornpipe from The Old Bachelor - Z. 607

Entry Dance from The Fairy Queen - Z. 629

Rondeau from The Fairy Queen - Z. 629

When Orpheus from Celestial Music did the Gods inspire - Z. 322

Almand, Corant & Hornpipe from harpsichord suite in d - Z. 642

Hornpipe from The Fairy Queen - Z. 629

I wandered lonely as a cloud from William Wordsworth

Oh Solitude from Comes Amoris

Second act tune: Air from The Fairy Queen - Z. 629

Trio sonata with recorder, treble viol & continuo in d from Z.806, 809 & 796: Adagio, Canzona, Largo, Vivace, Largo, Vivace, Adagio

The Plainte from The Fairy Queen, Z.629

 

II

 

Daniel Purcell (ca. 1664 - 1717)

Sound the Trumpet from Wellcome glorious day - H409

Now sooth our joy from Wellcome glorious day - H409

Henry Purcell - Prelude in d minor - Z.773

Daniel Purcell - Sonata seconda for fluto solo in d

Henry Purcell - Prelude from harpsichord suite in a, Z.663

Daniel Purcell - Aire I, Aire II, Bore, Slow air from The Unhappy Penitent

Henry Purcell - Her charming strains from Celestial Music did the Gods inspire - Z. 322

Henry Purcell

Bid the Virtues from Come, Ye Sons of Art, Z.323

Tobias Hume (ca. 1569-1645)

Tickle me quickly

Touch me lightly

A new Ground from Welcome to all pleasures - Z. T682

Strike the viol, touch the lute from Come ye sons of Art - Z. 323.

ფოტო და ვიდეო

ძმები პერსელები

ადგილი

რუსთაველის ეროვნული თეატრი
ქართული დრამის თეატრს შოთა რუსთაველის სახელი 1921 წლის 25 ნოემბერს ეწოდა, მაგრამ რუსთაველი თეატრის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო: ,,თეატრი დიდი რამ არის ჩვენისთანა დაცემული ხალხისთვის, მაგის მეტი ნაციონალობის ნიშან-წყალი ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს რა. ეგ ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს’’ – წერდა ილია ჭავჭავაძე. 1879 წელს ,,დრამატული კომიტეტის’’ წევრებმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა და ივანე მაჩაბელიმა მიიღეს წესდება, შეარჩიეს შენობა სასახლის მოედანზე და 1879 წლის 5 სექტემბერს, მათი დიდი ძალისხმევით, პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის კომედიით ,,რას ვეძებდი და რა ვჰპოვე’’ (რეჟისორი – გ. თუმანიშვილი). აღდგენილი ქართული თეატრისთვის ივანე მაჩაბელმა შექსპირის პიესები თარგმნა ხოლო დავით ერისთავმა ქართულად გადმოაკეთა სარდუს ,,ფლანდრია” – ,,სამშობლო” (1882 წ.). თეატრის ეროვნული სწრაფვა სწორედ ამ სპექტაკლში გამოიკვეთა. ლევან ხიმშიაშვილის როლის შემსრულებელი, ლადო მესხიშვილი ეროვნულ გმირად შერაცხეს. . .რობერტ სტურუას სპექტაკლებმა – “კავკასიური ცარცის წრე” და “რიჩარდი III” თეატრს მსოფლიო აღიარება მოუტანა. რუსთაველის თეატრს ტრიუმფალური გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში, მექსიკაში, ავსტრალიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. იგი ედინბურგის, ავინიონის, ათენის, ადელაიდას, რეიკიავიკის, იერუსალიმის ფესტივალების მონაწილეა.რობერტ სტურუა და მის მიერ დადგმული სპექტაკლები მრავალი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიით და პრიზით დაჯილდოვდა. დღეს თეატრში ახალგაზრდა რეჟისორები და მსახიობები, უფროს თაობასთან ერთად, შემოქმედებით ძიებებს განაგრძობენ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება