აღთქმული ადგილი ღრუბლების მიღმა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
აღთქმული ადგილი ღრუბლების მიღმა

აღთქმული ადგილი ღრუბლების მიღმა

აღთქმული ადგილი ღრუბლების მიღმა
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ იაპონია მოკავშირეებს შორის გაიყო: ჩრდილოეთის კუნძული ჰოკაიდო საბჭოთა კავშირმა ანექსია მოახდინა, ხოლო ჰონსიუ და სხვა სამხრეთ კუნძულები ამერიკელების კონტროლის ქვეშ მოექცა. საბჭოთა მხარემ თავისი ოკუპაციის ზონაში დაიწყო იდუმალი ნაგებობის — ისეთი გიგანტური ზომების კოშკის — მშენებლობა, რომ მისი კონტურები, ცამდე აზიდული, მკაფიოდ ჩანდა ამერიკელების მიერ კონტროლირებადი ჰონსიუდან, სადაც სამი უფროსკლასელი ცხოვრობდა. მეგობრებმა ერთმანეთს პირობა მისცეს, რომ ერთ დღეს თვითმფრინავს ააგებდნენ და ამ უზარმაზარი კოშკის საიდუმლოს გამოავლენდნენ.

მაკოტო სინკაი („შენი სახელი“) თანამედროვე იაპონელი ანიმაციური კინოს ერთ-ერთი მთავარი რეჟისორია, რომელიც ქმნის ცისკენ მიმართულ, უჩვეულოდ ლამაზ ანიმეებს — სრულიად გამორჩეულს და სხვას არაფერს მიმსგავსებულს.

ფოტო და ვიდეო

აღთქმული ადგილი ღრუბლების მიღმა

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება