პოლონელი პიანისტის, ვლადისლავ შპილმანის ავტობიოგრაფიის ეკრანიზაცია — კაცის, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის დროს ვარშავის გეტოს საშინელებებს. როდესაც ვარშავაზე პირველი ბომბები ცვივა, შპილმანი რადიოში შოპენს ასრულებს.
რომან პოლანსკიმ ეს ისტორია ისე გადაიღო, თითქოს საკუთარი იყოს — არამარტო დეტალურად, არამედ გულწრფელადაც. ადრე ის ჰოლოკოსტის შიშებს ჟანრობრივ მინიშნებებსა და სხვისი პერსონაჟების მეშვეობით გამოხატავდა, ამ ფილმში კი პირველად გააჟღერა საკუთარი გამოცდილება პირდაპირი ფორმით.
საბოლოოდ, თავად პოლანსკიც, ბავშვობის წლებში, გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ მამამ დროულად გაწია და გაატარა ღობეს იქით. ის გადარჩა შემთხვევითობისა და რამდენიმე კეთილი პოლონელის წყალობით, როცა სოფლებიდან სოფლებში დაიხეტებოდა კრაკოვსა და ვარშავას შორის.
ფილმმა მოიპოვა კანში „ოქროს პალმის რტო“ და მოიგო სამი ოსკარი — საუკეთესო სცენარისთვის, რეჟისურისთვის და მთავარი როლის შესრულებისთვის.