⛩️ მათ, ვისაც გხიბლავთ და გაინტერესებთ უკიდურესი აღმოსავლეთის ფილოსოფიის შეცნობა, უკვე მოინახულეთ, დაგეგმეთ ან მომავალში ფიქრობთ იაპონიაში - „ამომავალი მზის ქვეყანაში“ გამგზავრებას, შემოგვიერთდით 7 ივნისს , კვირას , 19 საათზე „მოგზაური Traveller” არჩილ ქიქოძესთან ერთად გთავაზობთ "მოგზაურობას დროსა და სივრცეში - ხიდი იაპონიასა და დანარჩენ სამყაროს შორის“
შეხვედრა ალექსანდრე მესხის ბონსიაის სივრცეში შედგება, სადაც ნიკოლოზ მესხი „ე.წ. ჯუჯა ხეების ფორმირების ხელოვნებაზე“ ისაუბრებს, არჩილ ქიქოძე კი „მოგზაურის“ შარშანდელი იაპონიის ტურის შთაბეჭდილება-დაკვირვებებს, მომავალი მოგზაურობის მოლოდინებსა და იაპონური ცხოვრების ფილოსოფიაზე მოგვიყვება. არჩილ ქიქოძე - “სანამ რაღაც ადგილს საკუთარი თვალით არ ვნახავ, ის ადგილი თითქოს არც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობის უამრავი დასტური მაქვს. ჰოდა, მიხარია, რომ ჩემთვის უკვე არსებობს იაპონია და მისი თვალუწვდენელი და თავბრუდამხვევი დედაქალაქი ტოკიო, რომელიც დღე და ღამე არ ჩერდება, არ ქრება, არ ნელდება….იაპონიაში არაფერია უბრალო, იქ ეს ფრაზა ამეკვიატა და აეროპორტამდე არ დამანება თავი. ახლაც ასე ვფიქრობ და ამიტომაც მგონია, რომ ამ ქვეყნის ნახვაც ღირს და იქ მიბრუნებაც..”
დრო: 19.00 საათი
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 35 ადამიანი
რეკომენდებული ასაკი: 14 წლიდან
ფასი: 75 ლარი
ღონისძიების განრიგი
19.00 - შეკრება - აკაკი წერეთლის გამზირი #118, ექსპო ჯორჯიის ტერიტორია, ( III -IV პავილიონს შორის)
19.10 - ალექსანდრე და ნიკოლოზ მესხები - „ბონსაის ხელოვნება“ - დიდ დროში გაწერილი მინიატურული საუკუნოვანი ტყეების ფორმირებასა და მოთმინებით, მოლოდინით მიღწეული ჯუჯა ხეების ფილოსოფიაზე;
20.00 - არჩილ ქიქოძესთან ერთად, 2026 წლის 8-19 ნოემბრის ტოკიო, კიოტო, ნარა და ოსაკა-ს ტურში გამგზავრებამდე, ლიტერატურით, კულტურასა და ტრადიციებზე საუბრით იაპონიაში 🎎🎏 ვირტუალურად ვიმოგზაურებთ.
ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:
599 380 817
599 908 906