„დედამიწაზე ერთადერთი ყველაზე მაღალი ხეები“ - ივან ვირიპაევის პიესის მიხედვით.
„დედამიწაზე ერთადერთი ყველაზე მაღალი ხეები“ თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენლის, დრამატურგის, რეჟისორის, ივან ვირიპაევის პიესაა, რომელშიც მთავარ როლებს ჩულპან ხამატოვა, მაშა მაშკოვა და ვასილი ზორკი ასრულებენ.
„ხეების“ მთავარი თემაა ეგრეთ წოდებული „კვანტური ადამიანის“ ისტორია, ანუ ადამიანის, რომელიც საკუთარ თავში შეიგრძნობს სამყაროს მთელ საოცარ ჩანაფიქრს.
რეჟისორი: ივან ვირიპაევი, მიკოლა მიშინი.
მსახიობები: ჩულპან ხამატოვა, მაშა მაშკოვა, ვასილი ზორკი.
პროდიუსერები: ალექსანდრინა მარკვო, მაქსიმ ვოლკოვი.
Teal House Foundation-ისა და Bird&Carrot Productions-ის ერთობლივი პროექტი.