მაკნატუნა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მაკნატუნა

მაკნატუნა

მაკნატუნა
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან30
advertising
რუსული

განრიგი

21.01.2026
ოთხშაბათი
19:00
30 ₾ - 40
30 ₾ - 40
ვრცლად
22.01.2026
ხუთშაბათი
19:00
30 ₾ - 40
30 ₾ - 40
ვრცლად

აღწერა

საბალეტო კამერული დასი წარმოგიდგენთ პეტრე ჩაიკოვსკის  ბალეტ “მაკნატუნას”,  ერნსტ თეოდორ ჰოფმანის  ზღაპრის მიხედვით, გრიბოედოვის თეატრში.

 

"მაკნატუნა" - ჰოფმანის ჯადოსნური  ზღაპარია, რომელიც ერთნაირად შეუყვარდათ დიდებსაც და პატარებსაც.

 

ზღაპარი მოგვითხრობს მამაც გოგონა კლარაზე, მოჯადოებულ პრინც მაკნატუნასა და ბოროტი თაგვების მეფის შესახებ. ასევე - სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაზე და ლამაზი გრძნობების გამარჯვების შესახებ. მაყურებლებს ელით ბალეტის საოცარი ზეიმი, სადაც ყველა მელოდია ყველასთვის ნაცნობია და საყვარელი.

 

მარიამ უგრეხელიძის კამერული ბალეტის მიერ დადგმული ბალეტი „მაკნატუნა“ არის საოცარი, იდუმალი, კეთილი  ზღაპარი,  ჯადოსნური სიუჟეტით, ლამაზი კოსტიუმებით და სცენების კაშკაშა კალეიდოსკოპით.

 

დაუვიწყარი საღამო გელით! 

 

საბალეტო კამერული დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი ქორეოგრაფი  მარიამ უგრეხელიძე.

 

საღამოს ორგანიზატორი და კოსტიუმების მხატვარი : მადონა ნიორაძე

 

მონაწილეები:

კლარა შტალბაუმი - ქეთევან კობახიძე , ელენე წიკლაური.

მაკნატუნა / პრინცი  - გიორგი სანიკიძე                                                                                                                  

ლედი შტალბაუმი - ანასტასია მელიქიშვილი

ყვავილების დედოფალი - მარიამ უგრეხელიძე 

ბენჟამინ შტალბაუმი - ნიკოლოზ გუმბერიძე 

ფრიც შტალბაუმი - ბაია ჯაკობია 

ლუიზა შტალბაუმი - მარიამ გოგოძე

დროსელმეიერი, (კლარას ნათლია) - ბესარიონ  შათირიშვილი

ზაფხულის ფერია  - ელენე წიკლაური 

 

კამერული  დასის მსახიობები 

 

მ.უგრეხელიძის საბალეტო სკოლის აღსაზრდელები.

ფოტო და ვიდეო

მაკნატუნა

ადგილი

ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი - პირველი პროფესიონალური თეატრალური ჯგუფი კავკასიაში, უძველესი რუსული თეატრი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თეატრი დაარსდა თბილისში 1845 წლის 20 სექტემბერს კავკასიის გუბერნატორის, გრაფ მ. ვორონცოვის მოთხოვნით. უამრავმა გამოჩენილმა ადამიანმა დაიწყო თავისი კარიერა გრიბოედოვის თეატრიდან. ​1999 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობს ავთანდილ ვარსიმაშვილი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წელს გრიბოედოვის თეატრმა მიიღო თეატრის ვარსკვლავის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო რუსული თეატრი საზღვარგარეთ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება