მერაბ მამარდაშვილის ლექციათა ციკლის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ლაშა ხარაზთან
ლექციის ფარგლებში, განხილული იქნება მერაბ მამარდაშვილის პირადი ჩანაწერები და ის მნიშვნელოვანი ფისლოფიური შეკითხვები და იდეები, რომელსაც მოიცავს აღნიშნული ჩანაწერები, ვისაუბრებთ მის ბიოგრაფიულ ელემენტებზე, იდეებზე, ფილოსოფიურ-ონტოლოგიურ საზრისებზე, რომლებიც სიღრმისეულ აზრებს გვაწვდის მერაბ მამარდაშვილზე, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფილოსოფიურ ფიგურაზე.განხილული იქნება მერაბ მამარდაშვილისეული პერსპექტივა ფილოსოფიის თავისებურების შესახებ. ლექციის ფარგლებშივე გვექნება შესაძლებლობა გავაზიაროთ ჩვენივე დაკვირვებები და მოსაზრებები თემის გარშემო წამოჭრილი საკითხებისა და იდეების შესახებ.
დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი