თანამედროვე ბავშვი ცვალებად სამყაროში - უსაფრთხოება, კონტაქტი და ემოციური კეთილდღეობა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
თანამედროვე ბავშვი ცვალებად სამყაროში - უსაფრთხოება, კონტაქტი და ემოციური კეთილდღეობა

თანამედროვე ბავშვი ცვალებად სამყაროში - უსაფრთხოება, კონტაქტი და ემოციური კეთილდღეობა

თანამედროვე ბავშვი ცვალებად სამყაროში - უსაფრთხოება, კონტაქტი და ემოციური კეთილდღეობა
10 Lermontov St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

როგორ იცვლება თანამედროვე ბავშვობა?

რა სჭირდება დღევანდელ ბავშვს ემოციური უსაფრთხოებისთვის, ჯანსაღი განვითარებისა და ურთიერთობებში საკუთარი ადგილის პოვნისთვის?

 

კონფერენცია „თანამედროვე ბავშვი ცვალებად სამყაროში“ აერთიანებს თემებს, რომლებიც ეხება ბავშვის განვითარებას, ემოციურ კეთილდღეობას, ოჯახურ გავლენებსა და თანამედროვე თერაპიულ მიდგომებს. ღონისძიება შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ადრეული განვითარება და წიგნიერება, ბავშვის ემოციური უსაფრთხოება, ბულინგი, ოჯახური დინამიკა, გეშტალტთერაპიული და შემოქმედებითი მიდგომები ბავშვებთან მუშაობის პროცესში.

 

კონფერენცია ქმნის დიალოგურ სივრცეს ბავშვების მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქოთერაპიის გარშემო, სადაც პროფესიონალები ისაუბრებენ ბავშვის ემოციებზე, ურთიერთობებზე, მხარდაჭერის მნიშვნელობასა და თანამედროვე გამოწვევებზე.

 

სპიკერები და განრიგი

 

14:00–14:10

გახსნა • მისალმება

თამარ ისაკაძე

 

14:10–14:35

თამარ ისაკაძე

ყოფნა და შემოქმედება თერაპიაში

 

14:35–15:00

ზანდა ჩეჩელაშვილი

ადრეული განვითარება და წიგნიერება

 

15:00–15:25

ქეთი დალინკევიჩი

ბავშვის სიმპტომი, როგორც ოჯახის ისტორია

 

15:25–15:50

ნატა ასათიანი

ბავშვი ურთიერთობებში — ბულინგი, შიში და მხარდაჭერა

 

15:50–16:15

მზიკო დალაქიშვილი

გეშტალტთერაპიის მიზნები ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობისას

 

16:15–16:40

კითხვა–პასუხი • დისკუსია

 

16:40–17:00

შემაჯამებელი სიტყვა • გათამაშება • დახურვა

თამარ ისაკაძე

 

17:00

ყავა, მსუბუქი ფურშეტი • არაფორმალური სივრცე პროფესიული კომუნიკაციისა და სამომავლო თანამშრომლობისთვის

 

კონფერენცია განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის, პედაგოგებისთვის, სპეციალური მასწავლებლებისთვის, ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის, მშობლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს უკეთ გაიგოს თანამედროვე ბავშვის განვითარება, ემოციური საჭიროებები და მხარდაჭერის გზები.

 

კონფერენციის ორგანიზატორი: Self • ფსიქოთერაპიისა და განათლების აკადემია

ჩატარების თარიღი: 7 ივნისი, 2026

ღონისძიების დასაწყისი: 14:00

ხანგრძლივობა: 14:00 საათიდან - 18:00 საათამდე

ლოკაცია: IOTA HOTEL Tbilisi

მოინახულეთ ლოკაცია: სასტუმრო იოტა. მ. ლერმონტოვის N10

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+.

 

ბილეთის ფასი: 50 ლარი.

ფოტო და ვიდეო

თანამედროვე ბავშვი ცვალებად სამყაროში - უსაფრთხოება, კონტაქტი და ემოციური კეთილდღეობა

ადგილი

IOTA HOTEL TBILISI
IOTA HOTEL TBILISI არის 5 ვარსკვლავიანი დიზაინ-სასტუმრო 90 ნომრით და მყუდრო გარემოთი, მდებარეობს ძველი თბილისის ცენტრში.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება