ადამიანი წარსულის გარეშე თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ადამიანი წარსულის გარეშე

ადამიანი წარსულის გარეშე

ადამიანი წარსულის გარეშე
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან15
ინგლისური, რუსული

აღწერა

მთავარი ფინელი რეჟისორის, Aki Kaurismäki-ს ყველაზე ტიტულოვანი ფილმი და David Lynch-ის ერთ-ერთი საყვარელი კინოსურათი.

ეს ისტორია შეიძლება ნებისმიერ ადამიანს გადახდენოდა. ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი ღამით სკამზე ჩაგეძინოს და დაელოდო, როდის გაგისწორდება მძარცველთა ბანდა. თუმცა სწორედ აქედან იწყება ფილმის ამბავი. ერთ დღეს მთავარი გმირი ყველა მოგონებას კარგავს — წარსული ქრება, თითქოს არასოდეს არსებობდა.

მაგრამ ვინ ვართ ჩვენ ჩვენი მოგონებების გარეშე? რა რჩება მაშინ, როდესაც ადამიანის ისტორია, გამოცდილება და იდენტობა ერთ წამში იშლება?

The Man Without a Past სწორედ ამ კითხვებზე პასუხის ძიებაა — სევდიანი, ირონიული, თბილი და საოცრად ადამიანური ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ცხოვრება თავიდან დაიწყო მაშინაც კი, როცა აღარ გახსოვს, ვინ იყავი.

🏆 Cannes Film Festival-ის გრან-პრი

🏆 პირველი და დღემდე ერთადერთი ფინური ფილმი, რომელიც Academy Awards-ზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი.

რეჟისორმა Aki Kaurismäki-მ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებაზე უარი განაცხადა Iraq War-ის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ფოტო და ვიდეო

ადამიანი წარსულის გარეშე

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება