მშვიდი, პროვინციელი პარიკმახერი, როცა იგებს, რომ ცოლი ღალატობს, გადაწყვეტს ავანტიურაზე წავიდეს — შანტაჟის გზით ფული გამოძალოს ცოლის საყვარლისგან და ინვესტიცია ჩადოს მაშინ მოდურ ქიმწმენდაში. მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია და ედის ცხოვრება ნელ-ნელა ინგრევა.
სცენარი თავად ძმებმა კოენებმა დაწერეს, ალბერ კამიუს ეგზისტენციალური მოთხრობის — „უცხო“ — შთაგონებით. ფილმი ფერად ფირზეა გადაღებული, თუმცა მონტაჟის დროს შავ-თეთრად გადააკეთეს, რათა კლასიკური ამერიკული ნუარის ატმოსფერო შეექმნათ.
კანის კინოფესტივალზე მიიღო პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის.