ანსამბლი „შესანიშნავი შვიდეული“ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ანსამბლი „შესანიშნავი შვიდეული“

ანსამბლი „შესანიშნავი შვიდეული“

ანსამბლი „შესანიშნავი შვიდეული“
Akaki Beliashvili 68, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან70 ₾
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

17.12.2026
ხუთშაბათი
20:00
70 ₾

აღწერა

ანსამბლი „შესანიშნავი შვიდეული“ წარმოგიდგენთ დაუვიწყარ მუსიკალურ საღამოს, სადაც შესრულდება ყველასათვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ქართული ესტრადის ჰიტები, გოგი ცაბაძის კომპოზიციები, მუსიკალური პოპურები და იუმორისტული ნომრები. პროექტში მონაწილეობენ ცნობილი შემსრულებლები: ნუგზარ კვაშალი, ნუგზარ ერგემლიძე, გია გოგორიშვილი, სანო (ზურაბ სანოძე), ბესო კალანდაძე და ზურაბ კობეშავიძე.

 

- თარიღი: 17 დეკემბერი

- კარის გახსნა: 19:00 სთ

- ღონისძიების დაწყება: 20:00 სთ

- ხანგრძლივობა: 90 წუთი

- ლოკაცია: ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი (ბელიაშვილის ქ. №68, თბილისი)

 

6 წლამდე ბავშვების დაშვება უფასოა (მშობელთან ერთად, ცალკე ადგილის დაკავების გარეშე). 6 წლიდან საჭიროა ბილეთის შეძენა.

ფოტო და ვიდეო

ანსამბლი „შესანიშნავი შვიდეული“

ადგილი

ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზი
2020 წლის 11 იანვარს თბილისში ბელიაშვილის 68-ში ვახტანგ სალარიძის სახელობის საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციურ შენობაშია განთავსებული. საკონცერტო დარბაზი 400 ადგილზეა გათვლილი. მისი ვესტიბული და საოფისე ნაწილი როგორც საგამოფენო, ასევე კონფერენციებისა და კორპორატიული ღონისძიებების ჩატარების ფართო შესაძლებლობას იძლევა. დარბაზი საქართველოს სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის ვახტანგ სალარიძის სახელს ატარებს, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეტრში მოღვაწეობდა. ამ თეატრის არაერთი წარმატება სწორედ ვახტანგ სალარიძის ასხელს უკავშირდება.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება