ვორქშოპი „გიჟი მეცნიერი და ტყლარწების ქარხანა“ არის თეატრალიზებული და ინტერაქტიული თავგადასავალი, სადაც ბავშვები ნამდვილი ლაბორატორიის სტუმრები ხდებიან.
სცენარის მიხედვით, ისინი ეძებენ „საიდუმლო ტყლარწის მასალას“, ატარებენ სხვადასხვა ექსპერიმენტს, ეხმარებიან გიჟ მეცნიერს ფორმულების გამოცდაში და ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიან საკუთარ ტყლარწს.
ვორქშოპის დასასრულს კი ყველა ერთად ვმონაწილეობთ ერთ დიდ ექსპერიმენტში — მშრალი ყინულის შოუში.
ვორქშოპი აერთიანებს თამაშს, მეცნიერებასა და თეატრს, რაც ბავშვებისთვის დაუვიწყარ და ენერგიულ გამოცდილებად იქცევა.