„სიყვარულის ანარქიის ჰიმნი“, „დიდი ურბანული ექსპრესიონისტული ფანტაზია“, რომანსი ერთმანეთზე შეყვარებული პარიზელი კლოშარების შესახებ (ესენი ფრანგი უსახლკაროები არიან).
ამ ფილმის გაჩენის ისტორია ისეთივე დაუნდობელია თავისი სიგიჟით, როგორც სიუჟეტი, გმირები და თვით ლეოს კარაკსის პიროვნება. არაა ხუმრობა: რეჟისორმა ერთი პროდიუსერი ფინანსურად დაანგრია, ხოლო მეორესაც თითქმის იგივე მძიმე შედეგამდე მიიყვანა — იმან დროულად გააცნობიერა, გაწყვიტა კონტრაქტი და მხოლოდ დიდი ზარალით გადაურჩა. ვერ შეძლო რა გადაღებების დროულად ჩატარება ნამდვილ ახალ ხიდზე, სანამ ეს შესაძლებელი იყო (ხიდი მაშინ რემონტზე იდგა) და გაანიავა გრანდიოზული ფეიერვერკი, რომელიც ფრანგული რევოლუციის 200 წლისთავს ეძღვნებოდა, კარაკსმა, ახალი ფინანსური წყაროს პოვნის შემდეგ, ააშენა კოლოსალური დეკორაციები ხიდით, სენით და ცნობილი უნივერსალური მაღაზიის „სამარიტენის“ ფასადით, ასევე ხელახლა შექმნა სალუტი — რისთვისაც ბიუჯეტის ნახევარი დახარჯა.
